ანგარიში

ანგარიში პროექტ გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილი თემაზე - ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში
 2014 წლის 28 ნოემბერს ჩავატარე პროექტ გაკვეთილი თემაზე: ,,ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში“ X  კლასში. გაკვეთილს დაესწრო მათემატიკის მასწავლებელი დეა გოგოლაძე,  ისტ მენეჯერი თამრიკო ჩხეიძე.
გაკვეთილის მიზანი იყო საქართველოს ეკოლოგიურ პრობლემების გაცნობა მოპოვებული მონაცემების ხელსაყრელი ფორმოთ წარმოდგენა და დანახული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა. ეს გაკვეთილი სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის ხერხებზე იყო გათვლილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის ხერხები და  შეძლონ მათი გამოყენება პრაქტიკაში, ძალიან მაინტერესებდა ჩემი კოლეგები როგორ შეაფასებდნენ ჩემს გაკვეთილს.                              
გაკვეთილის მზადება
                 დავწერე გაკვეთილის გეგმა და წარვუდგინე ჩემს კოლეგას დეა გოგოლაძეს და ვთხოვე დამსწრებოდა გაკვეთილზე. 
            ორი კვირით ადრე გავაფრთხილე მოსწავლეები, რომ დაგვესწრებოდნენ გაკვეთილზე კლასი დავყავით ჯგუფებად (5 ჯგუფი-მოსწავლეები თვითონ გადანაწილდნენ ჯგუფებში) გამოვიყენეთ სახელმძღვანელოში შემოთავაზებული პროექტი და ჯგუფებში მოხდა თემების გადანაწილება. მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრეზენტაციას მოამზადებდნენ pptx ში და ფორმატზე. პრეზენტაციის მონიტორინგი ხდემოდა  ელექტრონული ფოსტით და სკოლის ისტ ლაბორატორიაში. მეათე კლასის მოსწავლეებს არ აქვთ არცერთი ისტ-ის გაკვეთილები ჩატაებული ამიტომ დიაგრამების აგება EX-ის გამოყენებით არ იცოდნენ აუცილებლობამ მოითხოვა, რომ ეს საკითხი მათთვის მესწავლებინა. მოვამზადეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ისტ კაბინეტი მოვაწყვეთ ჯგუფური მუშაობისთვის 
 გაკვეთილის მსვლელობა:
 გაკვეთილის დაწყებისთანავე აღვრიცხე მოსწავლეთა დასწრება. ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ზოგიერთ გუნდს pptx შიც და ფორმატზეს ჰქონდათ მომზადებული პრეზენტაცია
 I გუნდი -შავი ზღვის სანაპიროს რაციონალური გამოყენება, პლაჟების   დაცვა, ბუნებრივი რესურსების დაცვა        II გუნდი-ქალაქის ატმოსფეროს გაჭუჭყიანებას დონის მატების ან კლების ტენდენციები  III გუნდი -საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი იშვიათ და განადგრების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა ოდენობის ცვლილების ტენდენციების შესახებ                 IV გუნდი -ბუნებაში მტაცებელ ცხოველთა სარგებლიანობის შესახებ  V გუნდი- პრობლემის სტატისტიკური გამოკვლევის მნიშვნელობა, მოსახლეობაში ეკოლოგიური პრობლემების საჯაროდ და თვალსაჩინოდ წარმოდგენის მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა ამოხსნეს კროსვორდი
მოსწავლეები თვითონ შეაფასეს თავიანთ გუნდი და დანარჩენებიც   წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით
ბოლოს თავიანთი აზრი გაგვიზიარეს დამსწრე პედაგოგებმა
მოძიებული მასალები აიტვირთა ინტერნეტში http://ekologiae.blogspot.com/ და   დაიდო სკოლის ვებ.გვერდზე. და კლასის ბლოგზე http://me10klassi.blogspot.com/
პროექტ გაკვეთილისათვის მოსამზადებელი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ერთი გუნდისათვის მათ ვერ წარმოადგინეს პრეზენტაცია, რადგან  ნამუშევარი დაუმთავრებელი ჰქონდათ.         კარგი იქნებოდა ეკო ცენტრში ყოფილიყო გასვლა და საჭირო ინფორმაციის იქ მოძიება. მოსწავლეები დაკმაყოფილდნენ მხოლოდ წიგნებითა და ინტერნეტში მოძიებული მასალით. შემდეგში ასეთი პროექტ გაკვეთილისათვის გამოვყოფ უფრო მეტ დროს და ჩავრთავ უფრო მეტ აქტივობებს
    მეორე დღეს განვიხილეთ ჩატარებული გაკვეთილი, როგორც აღმოჩნდა მათ ძალიან მოეწონათ გაკვეთილი, აღნიშნეს გაკვეთილის მრავალფეროვნება და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა. მომცეს შენიშვნებიც, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვისას.
                                                                                                                    მანანა გადელია
                                                                              29 ნოემბერი   2014   წელი                            


Комментариев нет:

Отправить комментарий